პროექტი
1.პროექტის სახელწოდება:
ვიტამინების მნიშვნელობა ორგანიზმისთვის,კვების ჰიგიენა და არასწორი კვების შედეგები
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
ჯანსაღი კვება და არასწორი კვებით გამოწვეული დაავადებებისაგან თავის დაცვა
3.პროექტის აქტუალობა:
ჯანსაღი კვება, ვიტამინების მნიშვნელობა, საკვები ნივთიერებების ბალანსირებულად მიღება
და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის
ზრდა-განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად.
4.პროექტის მიზნები:
*მიღბული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის გამომუშავება;
*მეცნიერული კვლევა-ძიებისა და მოპოვებული მონაცემების წარმოდგენა
სხვადასხვა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
*ჯანსაღი კვების მნიშვნელობის გაანალიზება ადამიანის ორგანიზმისთვის;
5.მონაწილეთა ასაკი: 14 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
*ვიტამინების როლის განსაზღვრა ადამიანის ორგანიზმისთვის;
*ჯანსაღი კვების მნიშვნელობის გაანალიზება;
*არასწორი კვებით გამოწვეული დაავადებებისაგან თავის დაცვა;
*ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა საკვები პროდუქტების კვებით ღირებულებაზე,ენერგიის შემცველობაზე და დაბალანსებული რაციონის მნიშვნელობაზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის;
* სწორი დიეტის დაცვა;
*კვლევითი პროცედურის განხორციელება,მონაცემების აღრიცხვა;
*ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეების მიერ მოპოვებული მონაცემების წარმოსადგენად;
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,პროექტორი,სახელმძღვანელო,ფურცელი,ტაბულა
ექსპერიმენტისთვის საჭირო ლაბორატორიული აღჭურვილობა;
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
*სამეცნიერო ტექნოლოგიების გამოყენება;
*მასალის წარდგენა ექსპერიმენტით
*შედეგების გაცნობა
*დისკუსია
*სამეცნიერო ექსკურსია ლაბორატორიაში
*ინფორმაციის მოძიების წყაროების განსაზღვრა
*მონაცემების მოპოვების გზების დასახვა(დაგეგმვა)
მასწავლებელი აცნობს პროექტის თემას,მიზანს მოსწავლეებს,ანაწილებს დავალებას,მიუთითებს შესრულების ვადას და აძლევს მიმართულებას,თუ როგორ იმუშაონ დავალების შესასრულებლად.განუმარტავს საკითხის მნიშვნელობას ჯანმრთელობისთვის და აძლევს მიმართულებას ექსპერიმენტის ჩასატარებლად.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
*მოსწავლეები იღრმავებენ ცოდნას არამარტო ბიოლოგიაში,არამედ ქიმიასა და ფიზიკაში (სხვა საბუნებისმეტყველო დისციპლინებში);
*მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანისთვის ვიტამინების როლი და ჯანსაღი კვების მნიშვნელობა;
*მოსწავლე აღწერს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის და განსაზღვრავს მის როლს სხვადასხვა დაავადებების რისკის შემცირებაში;
*მოიპოვებს ინფორმაციას არასწორი კვების,მაგ:"სწრაფი კვების" პროდუქტების გამოყენების შედეგად მოსალოდნელი დარღვევების შესახებ;
*აღწერს პირადი ჰიგიენისა და სანიტარული პირობების მნიშვნელობას ინფექციური დაავადებების პრევენციის საკითხებში
*მოსწავლე იყენებს ან ქმნის ორგანოთა სისტემის მოდელს/სქემას მათი მოქმედების პრინციპის სადემონსტრაციოდ;
*ახდენს დაკვირვებას ორგანიზმზე სხვადასხვა სიტუაციაში მის ფიზიკურ ცვლილებებსა და სისტემების შესახებ აკეთებს ანალიზს
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) : ირინა ყურაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: ikurashvili.1@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://davalebaucnobi.blogspot.com/