Saturday, November 8, 2014

პროექტი -"ჯანსაღი კვება"

                                           
                                                         პროექტი

1.პროექტის სახელწოდება:
                                   ვიტამინების მნიშვნელობა ორგანიზმისთვის,კვების ჰიგიენა                                                      და არასწორი კვების შედეგები          

 2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
                                   ჯანსაღი კვება და არასწორი კვებით                                                                                                  გამოწვეული დაავადებებისაგან თავის დაცვა

3.პროექტის აქტუალობა:
                                ჯანსაღი კვება, ვიტამინების მნიშვნელობა, საკვები                                                                       ნივთიერებების ბალანსირებულად მიღება
                                და  მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის
                                ზრდა-განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად.

4.პროექტის მიზნები:
  *მიღბული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის გამომუშავება;
  *მეცნიერული კვლევა-ძიებისა და მოპოვებული მონაცემების წარმოდგენა
     სხვადასხვა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  *ჯანსაღი კვების  მნიშვნელობის გაანალიზება ადამიანის ორგანიზმისთვის;

5.მონაწილეთა ასაკი:  14 წელი

6.ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
   *ვიტამინების როლის განსაზღვრა ადამიანის ორგანიზმისთვის;
   *ჯანსაღი კვების მნიშვნელობის გაანალიზება;
   *არასწორი კვებით გამოწვეული დაავადებებისაგან თავის დაცვა;
   *ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა საკვები პროდუქტების კვებით           ღირებულებაზე,ენერგიის შემცველობაზე და დაბალანსებული რაციონის მნიშვნელობაზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის;
   * სწორი დიეტის დაცვა;
   *კვლევითი პროცედურის განხორციელება,მონაცემების აღრიცხვა;
   *ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეების მიერ მოპოვებული მონაცემების    წარმოსადგენად;

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
                               კომპიუტერი,პროექტორი,სახელმძღვანელო,ფურცელი,ტაბულა
                               ექსპერიმენტისთვის საჭირო ლაბორატორიული აღჭურვილობა;

9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
  *სამეცნიერო ტექნოლოგიების გამოყენება;

*მასალის წარდგენა ექსპერიმენტით
  *შედეგების გაცნობა
  *დისკუსია
  *სამეცნიერო ექსკურსია ლაბორატორიაში
  *ინფორმაციის მოძიების წყაროების განსაზღვრა
  *მონაცემების მოპოვების გზების დასახვა(დაგეგმვა)
მასწავლებელი აცნობს პროექტის თემას,მიზანს მოსწავლეებს,ანაწილებს დავალებას,მიუთითებს შესრულების ვადას და აძლევს მიმართულებას,თუ როგორ იმუშაონ დავალების შესასრულებლად.განუმარტავს საკითხის მნიშვნელობას ჯანმრთელობისთვის და აძლევს მიმართულებას ექსპერიმენტის ჩასატარებლად.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
    *მოსწავლეები იღრმავებენ ცოდნას არამარტო ბიოლოგიაში,არამედ ქიმიასა და ფიზიკაში (სხვა საბუნებისმეტყველო დისციპლინებში);
    *მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანისთვის ვიტამინების როლი და ჯანსაღი კვების მნიშვნელობა;
    *მოსწავლე აღწერს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის და განსაზღვრავს მის როლს სხვადასხვა დაავადებების რისკის შემცირებაში;
     *მოიპოვებს ინფორმაციას არასწორი კვების,მაგ:"სწრაფი კვების" პროდუქტების გამოყენების შედეგად მოსალოდნელი დარღვევების შესახებ;
     * გეგმავს და მონაწილეობს პროექტებში ჯანსაღი კვენის წესის დასამკვიდრებლად;
 
   *აღწერს პირადი ჰიგიენისა და სანიტარული პირობების მნიშვნელობას ინფექციური დაავადებების პრევენციის საკითხებში
     *მოსწავლე იყენებს ან ქმნის ორგანოთა სისტემის მოდელს/სქემას მათი მოქმედების პრინციპის სადემონსტრაციოდ;
     *ახდენს დაკვირვებას ორგანიზმზე სხვადასხვა სიტუაციაში მის ფიზიკურ ცვლილებებსა და სისტემების შესახებ აკეთებს ანალიზს
   

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) :  ირინა ყურაშვილი

12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: ikurashvili.1@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  http://davalebaucnobi.blogspot.com/                        

                                   

No comments:

Post a Comment